მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24
ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით,
თორემ კარსმომდგარ გაგიჟებას ვერ გადვურჩები.
ხვალვე ამრევენ შეშლილიდან გადარეულში
და ჩამტენიან სველი ტომრის ვიწრო სხეულში.

აშიშინდება მხურვალება ხორცის და მერე,
თეთრი არტახით გამიკრავენ მთრთოლვარე ხელებს,
გისოსებს მიღმა ჩაკეტავენ განწირულ ღრიალს 
და დამწამებენ,რომ ხალხისთვის საშიში მქვია.

ახლოს მომიშვი,გადმოვღვარო სათქმელი უნდა,
მხოლოდ შენ იცი,გონწართმეულს რისი თქმაც მსურდა.
გულში ჩამიკარ, არსებობის ჩემის საწყისო,
რომ შენს სხეულზე დემონური ვნება გავსრისო,

ახლოს მომიშვი,გიჩურჩულო ცხელი ტუჩებით...
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 738
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს, 
რომელიც არასდროს ახდება!.. 
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს გაუმარჯოს, 
რომელიც მართლა ნატვრა გახდება. 
იმ ტკივილს, იმ ცრემლებს გაუმარჯოს, 
ბალიშზე მწუხრისას დადენილს. 
იმ წუხილს, იმ სევდას, იმ შეცდომებს, 
-ტრფობის და ყრმობის დროს ჩადენილს. 
მოდით იმ გრძნობას გაუმარჯოს, 
რაც კი გულს ტკივილად უგრძვნია. 
იმ აუხდენელ ოცნებას გაუმარჯოს, 
გულში რომ დაგინთებს სანთელს. 
ტრფობისთვის დამწვარ გულს გაუმარჯოს, 
ოცნებას, დამდნარ სანთელს. 
იმ აუხსნელ ოცნებას გაუმარჯოს, 
რომელიც არასდროს ახდება. 
იმ ნატვრას, იმ სიყვარულს, 
რომელიც მართლა ნატვრა გახდება!.. 
მოდით იმ სიყვარულს გაუმარჯოს, 
იმ მოფერებას, ალერსს, 
გრძნობების მოზღვავებას გაუმარჯოს, 
ცრემლით რომ აგივსებს თვალებს!.. 
მოდით იმ ღრუბლებს გაუმარჯოს, 
იმ ატირებულ ტირიფს, 
რომელსაც უყვარდა, რომელსაც უყვარს, 
მიატოვეს და ტირის. 
მოდით იმ მთვარეს გაუმარჯოს, 
იმ მოჩურჩულე ღამეს, 
გაღებულ სარკმელთან მოწყენილ ბიჭუნას, 
წარსულზე რომ იტყვის რამეს. 
მზის წარსულ დღეებს გაუმარჯოს, 
იმ შენი მომავლის ორ ცას!.. 
ჯ ე რ უ თ ქ მ ე ლ ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს გ ა უ მ ა რ ჯ ო ს, 
მ ე რ ე ს ი ყ ვ ა რ უ ლ ს დ ა კ ო ც ნ ა ს !..
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 1298
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ვიცი, 
რომ წამოდგომა გამიჭირდება. 
არ დაგიჩოქებ! მე დაჩოქება 
სულ არავისთან არ მჩვევია. 
არ დავუჩოქებ! შენს ლამაზ თვალებს 
შენზე ამაყი მე ვარ იცოდე. 
არ დაგიჩოქებ! რადგანაც ფასი არ აქვს 
ჩოქზე დამდგარ სიცოცხლეს

მე ეხლა ვხვდები რატომ სვამენ ღვინოს კაცები
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
გააბოლებენ და ბახუსის ფრთებით დადიან
დამისხით ღვინო უნდა ვიგრძნო ძალა ამ ღმერთის
თამბაქოს კვამლმა იქნებ ღამე გამათევინოს
დამალევინეთ,გეხვეწებით,დამალევინეთ
ოღონდ არცერთი სადრეგრძელო არ მათქმევინოთ
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით
შენი სიცოცხლის სადღეგრძელო მინდა დავლიო
და შენი სული მინდა ჩავისუნთქო რუხი კვამლივით.
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 581

* სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს 
* სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.
* არასოდეს შეუშინებიხარ სიტყვას ''გვიანია''? მე მგონია რომ ის ''არასოდეს''-ზე ძლიერია. ''არასოდეს'' ნიშნავს, რომ შანსი არ არსებობს, და ''გვიანია'' იმას, რომ შანსი უკვე ხელიდან გაუშვი.
* ახლა საშველი მხოლოდ ძილია, მაგრამ მე შენი დუმილიც მესმის და დაძინება არ შემიძლია
* ციდან მიწამდე მოკლე მანძილია ფიფქები უცებ აღწევენ დაბლა. მწარე დღეები უკვე გავლილია, მაგრამ მოგვიწევს თავიდან გავლა...
* ბევრი რამე ამერია უშენოდ, ძალიან დამაკლდი და ძალიან შემიცვალა ცხოვრება უშენობამ
* ''მტკივა'' - დაიკვნესა გულმა, ''დაივიწყებ'' - დაამშვიდა დრომ. ''მაგრამ მე ყოველთვის დავბრუნდები'' - გაეცინა მახსოვრობას
* ნამდვილი სიყვარული მოჩვენებას ჰგავს, მასზე ყველა ლაპარაკობს, მაგრამ ცოტა ხედავს
* როცა სიყვარული შემოდის კარებში, ტვინი ფანჯრიდან ხტება.
* მე და შენ,ანუ ჩვენ..სიყვარულს გავუგეთ, ერთმანეთს დავუთმეთ, გულები გავუთბეთ.!
* სანამ სხვას უწოდებდე მოღალატეს, ჯერ შენი ერთგულება გადაამოწმე.. 
* აღარაფერი მინდა ამ ქვეყნად,თუმცა მინდოდა ძალიან ბევრი.
* ერთ მშვენიერ ქალბატონს კითხეს: - როგორ შეინარჩუნეთ ასეთი სილამაზე, მან უპასუხა... ტუჩებისთვის ვიყენებ სიმართლეს, ხმისთვის სათნოებას, თვალებისთვის თანაგრძნობას, ხელებისთვის მოწყალებას, გულისთვის სიყვარულს, მათთვის ვინც მემტერება ლოცვას!
* ზღაპრების მაშინ მჯეროდა როცა პატარა ვიყავი ახლა უკვე გავიზარდე .. !
* თითქოს დაგივიწყე, მაგრამ საკმარისია ერთხელ მაინც დაგინახო და თავიდან მიყვარდები .. : ( 
* მთლად ნუ მომკლავ გეყოს ! ისედაც ყოველი წერილი სიკვდილია ჩემთვის .. : ((
* თავს არ დავიმცირებ იქ მისვლით,სადაც მე კი არა სხვას ელიან .. ! 
* რატომ ? მე ხომ მხოლოდ შენი სიყვარული მინდოდა .. 
* როცა ვიცინი , ჩემი გული ცრემლად იღვრება .. : ((
* არ არსებობს რომ მე შენზე ვფიქრობდე და არ ვიღიმოდე .. : ))
* დრო იყო როცა მე გეხვეწებოდი ახლა შენი ჯერია .. ! 
* თითოეული იმ ცრემლისთვის გაზღვევინებ რომლებიც ჩემს ბალიშს ალპობდნენ ღამით .. ! 
* თუკი არსებობს სულის ყოფნა სიკვდილის შემდეგ,
ცივ სამარეშიც ცრემლიანი ვილოცებ შენზე.
* თუ ვიღაც მიდის შენი ცხოვრებიდან ეს იმას ნიშნავს, რომ ის გზას უთმობს ვიღაც მასზე უკეთესს
* უნდა მიუტეო რომ დაივიწყო.... უნდა დაივიწყო რომ კიდევ იგრძნო..
* მეგობრობის ძაფს უხეშად ნუ გასწყვეტ, რადგან თუ მეორედ დაგჭირდა მისი აღდგენა, კვანძი დარჩება
* ნუ იტირებ იქ, სადაც არავინ მოგწმენდს ცრემლებს და ნუ იცინებ იქ, სადაც სიცილიც სიყალბეა.
* ისეთი ბედნიერი არ ვარ როგორიც მინდა ვიყო, მაგრამ არც ისეთი უბედური ვარ როგორიც სხვებს უნდა რო ვიყო...
* არასოდეს დანებდე უბედობას...ეცადე თვითონ შექმნა ბედნიერება
* არსებობს წამი, რომელიც მთელს სიცოცხლეს უდრის .. : ((
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 539
*** p12 11 
იქ სადაც მონატრებაა 
ის სადაც სიყვარულია 
ჩემი ოცნების ადგილი
მხოლოდ და მხოლოდ იქაა 
იქ სადაც გზაზე შურია, 
იქ სადაც სულში მურია
ყოველდღიური სამყოფი 
კაცობრიობის თანმყოლი.. 
იქ სადაც ფლიდი უხვია 
იქ სადაც ფიქრი ფუჭია 
იქ სადაც ყველა ღირსება
მხოლოდ და მხოლოდ ფულია 
იქ სადაც გაზე ნაცარი 
ამპარტავნული აზრები
და ეკლიანი ვარდები 
არავის არ ენაღვლები.. 
იქ სადღაც ცაში მოლია
თურმე ედემი ყოფილა 
ფრთბი გაშალე თოლია 
რა დიდი გული გქონია 
შენთვის არ არის საზღვრები 
არავის მოენატრები!


ჩემი ლექსებიიიი :) :(
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 645
ლექსი
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 641


მე ახლა ავდგები და წავალ ტაძარში,
მე შენ დაგინთებ იქ წმინდა სანთელს,
ყველა ხატს შევთხოვ მე შენ სიყვარულს
მოგეფერები ოცნებით ცამდე.
მე არ მეგონა თუ ასე მიყვარდი
შემეძლო შენზე მარად მეფიქრა...
მეცქირა მაგ შენს ლამაზ თვალებზე.
შენს სიყვარულზე, სულზე მეფიქრა.
მე კვლავაც მჯერა და კვლავ მწამს იმის, 
რომ ამ სიყვარულს, დრო ვერ გაცვითავს
და თუ ამ ცხოვრებას მან ვერ გაუძლო
ცაში ჩვენს სიყვარულს ღმერთი დაიცავს...

  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 569


ფიქრებში როცა მომაწვა სევდა და როცა გულში ჰკიოდა ქარი,
თავჩახრილმა და სევდით აღვსილმა მე ეკლესიის შევაღე კარი,
ღვთისმშობლის ხატთან მკრთალად მოსჩანდა თითქოს ნათელი,
ნელი ნაბიჯით მივედი ხატთან და შენს სახელზე დავანთე სანთელი,
გადავისახე პირჯვარი როცა – იქვე დავიწყე მე შენზე ლოცვა,
როცა ვახსენე შენი სახელი იქ სასწაულმა მე გამაოცა,
"წმინაო მარიამ, დედაო ღვთისა, გთხოვ შეისმინე ჩემი ვედრება,
შენს წინ დგას ბიჭი, ბვერჯერ ნატანჯი და მთელი გულით შენ გევედრება,
ხვეწნა-მუდარა მე არ მჩვევია, ალბათ იმტომ რომ ვარ ამაყი,
შვება? როცა ცუდად ვარ ჩემი შვება არს ბოთლი არაყი,
მე მომიპარავს, მე მიცემია, ზურგიც ბევრისთვის შემიქცევია,
არ მიპატიებია, არ მოვფერებივარ, ბევრიც ტალახში წამიქცევია,
ტყუილიც მითქვამს, მასხრად ამიგდია, დახმარებაზეც მითქვამს უარი,
ხო, შეიძლება არ ვიცი ლოცვა, არ შემწევს ვიცი ძალა, უნარი,
მოსულ სტუმარზე გული მომსვლია და სახლიდანაც კი გამიგდია,
ვიცი რომ მუდამ გვერდით მედექი, მე არ გისმენდი, არ გამიგია,
ბინძური თამაში მითამაშია, ხან მომიგია, ხან წამიგია,
და როცა მთხოვდნენ მე დიდ სიყვარულს, გულის კარები არ გამიღია,
მარტო დარჩენილის, ფიქრის ამარა მე თავის მოკვლა ბევრჯერ მიცდია,
დიდი ტკივილი და მარტოობა, გამომიცდია, გამომიცდია,
აღარ ვბრძოლობდი, არ ვაპირებდი მე თავის დაცვას, ვინმესთან ჭიდილს,
უბრალოდ ვცხოვრობდი, უბრალოდ ვარსებობდი, ძალით ვიღიმოდი ველოდი სიკვდილს,
ეს გრძნობა სიმხდლის უკან დამსდევდა და არასოდეს მქონდა მოსვენება,
როგორ მჭირდებოდა ვინმეს ალერსი, ვინმეს კოცნა და ვინმეს მოფერება,
როცა გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებაზე უკანასკნელად დამედო ხაზი,
მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში ის ერთადერთი წმინდა და ნაზი,
როცა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში მაშინ ვიგრძენი ცხოვრების გემო,
ო ღმერთო ჩემო მინდა ცხოვრება მასთან ვიგემო,
ის არის წმინდა, ის არის სათნო, ნაზრი არსება,
ჩემმა სხეულმა ვიცი აქამდე, მწამს მხოლოდ მისთვის რომ იარსება,
მე მას ველოდი, ყველგან მას ვეძებდი, როგორ მინდოდა მისი დანახვა,
არ მსურს დაკარგვა, როგორ მინდოდა ჩემს ცხოვრებაზე მისი ასახვა,
და აი როცა, მან გამიღიმა, ჩემს ცხოვრებაში ჩუმად მოვიდა,
დიდხანს სიცოცხლე მაშინ ვინატრე, მაშინ მომწყურდა, მაშინ მომინდა,
გრძნობა მოღვივდა, უფალო ჩემო თუ ამ სიყვარულის არა ვარ ღირსი,
მაშ რად მაცოცხლებ, გემუდარები, მომკალი ტკივილით, მომკალი ჭირში,
გამომეცხადე, მე გეტყვი პირში, არავინ მინდა მე ნინის გარდა,
შემჭამა ტანჯვამ, შემჭამა ტკივილმა, შემჭამა დარდმა,
თუკი არა ვარ მე მისი ღირსი, ამ ცხოვრებიდან გთხოვ წამიყვანე,
აღარ მამყოფო მე ჩემს სამყოფელს, ამ ცხოვრებიდან გადამიყვანე,
და თუ არა ვარ სამოთხის ღირსი და ჯოჯოხეთში თუ გსურს ვიტანჯო,
მაშ იყოს ასე ოღონდ მომკალი, მზად ვარ სამუდამოდ იქ დავიტანჯო,
ან რა აზრი აქვს, ვიცი ჩემი ბოლო იქნება ტყვია,
რადგან ვერ ავიტან ნინის სხვა კაცთან ეს უკვე გულში მე შემიტყვია,
ვიცი შეიძლება სულ არ მომისმინო, შენ ეს ჩათვალო უბრალო ბოდვა,
ადამიანი ვარ, არა წმინდანი მეც ბევრი მადევს კისერზე ცოდვა!”
ფეხზე წამოვდექი, ხატს ვეამბორე, ჩემედაუნებურად თავი დავხარე,
თითქოს ამ ლოცვით რამე შევცვალე, თითქოს ამ ლოცვით ვინმე გავახარე,
ცრემლები შევიშრე, თვალები დავხუჭე, მერე კი უეცრად შემეკვრა სუნთქვა,
უცებ ჩამესმა ვიღაცის ბოხი ხმა. ვიღაცის ჩემს ზემოთ ღრმად ამოსუნთქვა,
თავი ავწიე, მაღლა ავიხედე, გულში გავიფიქრე "ვინ არის ერთი?!”
უცებ გავოცდი, შიშმაც დამიარა, გამომეცხადა მე დიდი ღმერთი,
რას ვხედავ?! თეთრი ღრუბლები ნაზად ჩამოდის, გვერდით მიდგება,
შიშმა დამძლია, გულში წარმოვსთქვი: "უფალს დიდება, უფალს დიდება,
ნუთუ მართლა ვარ მე ამის ღირსი, გამომეცხადოს უფალი დიდი?!”
ის მიღიმოდა, გადმოდიოდა მისგან სინათლე, ის იყო მშვიდი,
შეშინებულმა ძალა მოვიკრიბე, წარმოვსთქვი: "უფალო შენს პასუხს ველი,
რატომ ვიტანჯები, რატომ ვტირივარ რად მგესლავს გველი?!”
მხრებზე ვიგრძენი დიდი სიმძიმე და რაღაც ძალამ მუხლებზე დამცა,
გაღიმებული სახით უფალმა თითქოს ფერებით პასუხი გამცა:
"რად ითხოვ სიკვდილს, ითხოვ ჯოჯოხეთს, რად არ აფასებ ცხოვრებას შენსას,
თუკი ცოდვილი ხარ მაშ რად წუწუნებ, გული რომ გტკივა, გველი რომ გგესლავს,
არასდროს გაკლდა ის რაც გინდოდა, ბევრმა თავისი რჩეული გიწოდა,
გვერდში დაგიდგნენ, მათ ვერ ხედავდი, ბევრმა კი ხელიც გამოგიწოდა,
რასაც კი მიზნად დაისახავდი ყველაფრის მიღწევა მუდამ შეგეძლო,
ყველაფერს გაძლევდი რადგან მინდოდა ბედნიერება შენი შეგეგრძნო,
მაგრამ დაგიდგა ცხოვრებაში დრო მხიარული და უცებ დამკარგე,
ეხლა კი მეკითხები რატომ გტკივა და რატომ დაგტანჯე?
რად მინდა ახსნა შენი ცხოვრების, ახსნა იმისი რაც კარგად ვიცი,
გიჭირს და ცუდად ხარ, რად მინდა შენი დადება ფიცის,
ვიცი რომ ცოდვილი ხარ, ბევრი აკეთე შენ ცუდი საქმე,
ვიცი რომ გარბოდი იქ სადაც სიკვდილს ხედავდი სადმე,
აქ მე არ მინდა ახსნა იმისი როგორ გენატრება და როგორ გიჭირს,
როგორ იტანჯები, როგორ ტირი და თუ როგორ იწვი,
მაგრამ ისიც ვიცი რაოდენ ბევრი აკეთე საქმე ყოვლად კეთილი,
ბოროტი არა ხარ და არასოდეს ყოფილხარ ცუდი, ანდა შეშლილი,
ვიცოდი მალე რომ მოხვიდოდი ტკივილით სავე, ველოდი ამ დღეს,
რამეთუ დაწერილია, რაც უფალს უთქვამს ის მუდამ ახდეს,
აქ მე მოვედი რათა დაგამშვიდო და შენს მთავარ კითხვას გავცე პასუხი,
მიდი შემეკითხე რაც გაინტერესებს, მიდი შემეკითხე, რას უცდი?”
თავი დავხარე, წამით ჩავფიქრდი, უეცრად ერთმა კითხვამ თავში გამიარა,
სხვა ფიქრი გაქრა, თოთქოს სხვა ფიქრებმა მიმატოვა და გვერდში ჩამიარა,
"დაწერილია? შენ გინდა თქვა რომ ჩემი ტანჯვა შენ იცოდი წინასწარ?
მაშ რად მტანჯავდი? რად კლავდი ამ ვაჟს შენთან წილნაყარს?
რად მახვედრებდი მათ ვინც გულს მტკენდა, დავიმსახურე ეს ნეტა რითი?
მე ხომ მხოლოდ ნინი მინდა, ეს სიმართლეა არ არის მითი,
მაშ რად არ შევხვდი ადრე ამ გოგონას, რად ვერ ვიპოვე ადრე ეს გული?
რად იყო მძიმე მაშ ჩემი სული და რად ვიყავი მე დაჩაგრული?
და ნინი? ის ხომ სპეტაკია, მაშ რად შეახვედრე ვინც გული ატკინა,
რად შეგვახვედრე ისეთი ხალხი ვინც გაგვაწამა? ვინც კი გვატირა?”
უფალმა გაიღიმა, ჩემსკენ დაიხარა და ნაზად ხელი დამადო მხარზე,
აღელვებული უცებ დამაშვიდა, ხელი გადამისვა მან შემდეგ თავზე,
"ვიცი რომ გიყვარს, აღელვებული ეძებ შვებასა,
ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა”
მან ეს სიტყვები ჩურჩულით მითხრა და უცებ გაქრა,
სანთელი რომელიც დავანთე ჩაიწვა, ჩაქრა,
მე კი ვფიქრობდი, ვიღიმებოდი, ვგრძნობდი სიხარულს,
რადგანაც ვგრძნობდი საოცარ შვებას, რადგანაც ვგრძნობდი მე დიდ სიყვარულს,
უკვე მრავალჯერ ცხარეს ნაჭამი, დადმიდგა დრო რომ ვიგემო ტკბილი,
ნინი მიყვარხარ, ჩემი ოცნება ხარ, საოცრად ნაზი, საოცრად თბილი!
ჩემი გული კი გრძნობს დიდ სიყვარულს, ჩემი სული კი უკვე მშვიდდება,
გავიმეორე, უფალს დიდება! უფალს დიდება!

  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 604
უბრალოდ ))

1 )) არცერთი ადამიანი არ იმსახურებს შენს ცრემლებს, ხოლო ვინც იმახურებს არასოდეს აგატირებს.. :X

2 )) - გავიცინე და მთელი საყვარო ჩემთან ერტად იცინოდა, ავტირდი და მარტო მე მომიწიაა ტირილი ..

3 )) - რა ბედნიერებაა როდესაც შენ არ იტყუები რო ბედნიერი ხარ )) :X

4 )) - დავიბადე ცრემლებში ხოლო წასვლის წინ გავიგიმებ ))

5 )) - იმისათვის რომ იპოვო ბედნიერება მამაკაცთან, საჭიროა მაგრად უგებდე მას და ცოტაც გიყვარდეს...
იმისათვის რომ იპოვო ბედნიერება ქალთან, საჭიროა მაგრად გიყვარდეს ის და არც ეცადო მის გაგებას :)))

6 )) - მიყვარს შენი თბილი რაგაცნაირი პერის თვალები , შენი აზრიანი და სევდით სავსე გამოხედვა, მიყვარს შენი სიცილიც დ სერიოზულობაც...

7 )) - ხომ ხედავ არ გვყოპნის ერთად ერთი დედამიწა.. ხომ ხედავ ერთი ჰაერიც არ გვყოპნის.. ხოდა ადექი და წადი )) xD 

8 )) - არა ჩემი სტიქია : ტირილი , სევდა და დარდი.. ასე რომ თუ რამე არ მოგწონთ ადექით და წადით ))

9 )) - იცით მართლა ძალიან ცუდათ ვარ , მართა ცრემლებამდე მენატრება..

10 )) - ღია ცის ქვეშ ვდგავარ დაა ვგრძნობ თუ როგორია როცაა სულში გათვს..

  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 502


პირველად რომ გნახე , 
დავინახე შენი სახე 
მაშინ ჩემთვის გავიძრახე 
მგონი გული,შევილახე 
რასაც გაურბოდი იმას რატომ 
შევეჯახე?მერე ჩემს თავს დავენახე 
ჩემშიც შენ დაგინახე 
მაშინ მივხვდი,დავიგე მახე, 
შენი სახელიც კი დავიძახე 
მაგრამ ვეღარ დაგინახე, 
იყო დილა მე რომ გნახე 
ფიქრებში მთვარე დავინახე 
გამეღიმა; ნუთუ მართლა შევიშალე, 
ნუთუ სიყვარულმა გამომაშტერა, 
ამდენი რამე როგორ გამომეპარა 
ღამე შეუმჩნევლად როგორ შემომეპარა, 
დავწექი გათენდა...,ავდექი 
დავლიე ფინჯანი ყავა,სიამაყე გამეპარა, 

გული ჩემი მან მომპარა სული კი 
მირბის სადღაც ჩქარა. 
ავხედე უფალს და ვთხოვე; 
ღმერთო შენ მომეცი ცოტა ძალა 
რომ არ დავეცე ძალიან დაბლა, 
მერე შენთან როგორ მოვალ?! 
შენ ხომ დგახარ ძალიან მაღლა.....!
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 597

არასდროს ვინანებ რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყავი თუნდაც ცოტა ხნით.


მე შენ მიყვარხარ და უკვე ძნელია ამ გრძნობის გაკონტროლება,იცი რაა სიყვარული? სიყვარული ესაა ურთიერთგაგება, როდესაც სიზმარშიც კი ამ ერთადერთს ხედავ, სულ მასზე ფიქრობ და არ გავიწყდება,მისი დანახვა გულს რომ აგიჩქარებს და ქარივით დაგივლის ტანში,გულს გაგიციებს მისი 1 წუთითაც მოშორება.
არ მინდა გითხრა მიყვარხარ რადგან მეშინია ამ სიტყვებმა ხშირი გამოყენებით აზრი დაკარგოს((( მე მინდა გითხრა რომ მაგიჟებ იმაზე მეტად რამდენადაც შენ წარმოგიდგენია.
სიყვარულით ბევრი უყვარს ადამიანს მაგრამ ერთი თუ აგიჟებს მხოლოდ და გადაყავს ჭკუიდან:*:*:*
ყველასთვისაა გასაგები ის რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს, შენთვის სიყვარულის დასამტკიცებლად მე შემიძლია კლდეს მივცე თავი დაუფიქრებლად ან თუნდაც მტკვარში გადავხტე მესმის რომ ბანალურია....
არ მინდა ფუჭი სიტყვები, არაფრის მომცემი რომლებიც ასე ხშირია დედამიწაზე...მე შემიძლია ცაში ავფრინდე, ცას მივწვდე პატარა ვარსკვლავი მოვწყვიტო და შენ გაჩუქო ჩემი სიყვარულის ნიშნად. შენ ალბათ გაიცინებ არაფრად მიიღებ ....მაგრამ ეგ სულ ფეხებზე მკიდია...მე თუ მიყვარს, მიყვარს სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ვაფანატებ, ვაფრენ, ბრჭყალებით ვიცავ გრძნობას რომელიც ასე უსაზღვრო და ძვირფასია ჩეთვის, ოღონდაც არ დავკარგო:*:*:*
არ გიფიქრია რომ ეს ქვეყანა პატარაა?პატარა იმისთვის რომ სიშორით გამოწვეული ტანჯვა გვკლავდეს,მოგიყვები როგორ იფურჩქნება ჩემს გულში ვარდი რომელიც ეკლებითაა სავსე.როგორ გითხრა რომ მიყვარხარ...ეს სიტყვბიც კი არ მყოფნის, ზოგჯერ მინდა ჩაგეხუტო და არსად გაგიშვა...დავივიწყო ირგვლივ ყველაფერი რაც კი არსებობს და დავტკბე იმ ბედნიერი წუთებით რომელსაც ცხოვრება გვაძლევს. შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ ალბათ უაზროდ დაიწყებ ტირილს და ვინ თქვა ბიჭები არ ტირიანო ტირიან როცა უყვართ. შენ რომ იცოდე როგორ მიყვარხარ არასდროს წახვალ...ვიცი
ახლებურად მენატრები, ძველებურად მიყვარხარ:*:*:* 
ხშირად ხდება რომ შორდებიან ერთმანეთს, დიდი ხნის შემდეგ კი ყველაფერს ხვდები....ხვდები იმას თუ როგორ გიყვარს,მე ამ გრძნობით შემიყვარდები მხოლოდ ეს რაღაც აუღწერელია, დედამიწისთვის მრგვალი და ამოუცნობი, მხოლოდ ბრძენი თუ ჩასწვდება სიყვარულის რაღაც ნაწილს...
ეს გრძნობა სუფთაა ფანტელივით.მაგრამ შეიძლება დადნეს. მარადიული არაფერია ამ ქვეზანაზე... მე მინდა ჩვენი სიყვარული გახდეს მარადიული, არ მოკვდეს არ დაჭკნეს, ზეცაშიც კი ერთად ვიყოთ...როგორც ორი განუყრელი სული, დაგვიფაროს უფალმა და გვქონდეს რწმენა. გვწამდეს იმის რაც გვიყვარს, რასაც გულიც კი ვერ გადმოსცემს, ვერც სიტყვები აღწერს....ყოველი კოცნა შეხებაა თუ შეიგრძნობს ხოლმე,არც ესაა თუმცა, მაშინ გაიგებ სიყვარულის აზრს როცა შეგიყვარდება ისე როგორც მე მიყვარხარ, ეს სიტყვები მხოლოდ შენ გეკუთვნის, არ მინდა ამ სიტყვებს ცუდი რამ მოყვეს... 
ძალიან მიყვარხარ!!!! მხოლოდ იმისთვის, რომ არსებობ, მხოლოდ იმისთვის რომ დილით გაღვიძებულს შენზე ფიქრი შემიძლია , შენთან გატარებული ყოველი წამი ჩემი ცხოვრების საუკეთესო დროში ჩაიწერა, არასდროს ვინანებ რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი იყავი თუნდაც ცოტა ხნით. 

  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 571
Top Users
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
nika
11
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
guga
18
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
ჩატი
200