მთავარი » 2012 » მაისი » 21 » ლექსები დედაზე
4:38 PM
ლექსები დედაზე
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი - მხოლოდ ერთია.
დედა ერთია ვით მზის ამოსვლა.
ვით უკდავება, დედა ერთია,
და ქვეყანაზე ომის დაწყება
ეგ იგივეა - დედას ესვრიან.
ახალს ლანდივით შორდება ძველი,
ცხოვრების გზაზე ვის არ შეცვლიან,
არ გაჩენილა დედის შემცვლელი, -
სილამაზე და დედა ერთია.
დედა ერთია ვით სინანული,
ვით სისპეტაკე, დედა ერთია,
სიკვდილისათვის თვალის ამოთხრა
მხოლოდ დედას თუ გაუბედნია.
დედამ დათესა ეგ სილამაზე,
დასაბამიდან რასაც ეტრფიან,
ქალი ბევრია ამ ქვეყანაზე,
მაგრამ დედა კი მართლა ღმერთია

------------------

დედა, მე ხშირად ვეღარ გნახულობ,
რომ არ მიმიხვდე, რარიგად მიჭირს.
შენ, ვიცი ჩემთვის ლოცვა-მარხულობ,
და თუკი მტკივა შენ უკეთ იცი.
შენ რომ მჩუქნიდი, იმ ვარდს და სოსანს
ახლაც სიზმრებში ვხედავ ლანდებად.
დედი, ყოველდღე ვაპირებ მოსვლას,
მაგრამ ყოველთვის მაგვიანდება.
ვიცი, მპატიობ, ასეთი რომ ვარ,
ასე რომ მიმხრეს უცხო ქარებმა,
დედა, ერთხელაც ნამდვილად მოვალ
და გეტყვი: „არსად არ მეჩქარება!"
შენ დამიამებ ყველა წყლულს, ტკივილს
მეც გეტყვი ჩემი ბედ-იღბლის ამბავს.
დეეე, უშენოდ ღამით სულ მცივა,
მაგრამ არავინ მაფარებს საბანს

-----------------

დედაშენი 8 ნომერ კენტს აბოლებს
ჩემი ნენეი ჭადზე ასვავს ჯვრებს
დედაშენი შარვლით ტაძარს ამდორებს
ჩემი ნენეი ჩადრში მალავს ხატებს.

დედაში მერსედესით დადის
ჩემი ნენეი მიუძღვება გუთანს
დედაშენს ჟადორეს სუნი ასდის
ჩემი ნენეი ბალახის სუნს სუნთქავს
თქვენთან როცა რიჟრაჟია
ჩვენთან უკვე სულის ორთქლი დგანან
ბილბორდები გიშრიალებთ ქარში
ჩვენ სოფელში იბურძგლება ყანა
დედაშნის ვარცხნილობა კარე
ჩემი ნენეი წელზე იშლის დალალს
ლეჩაქიდან მხოლოდ თვალებს აჩენს
დედაშნი მხოლოდ თვალებს მალავს
ჩემი ნენეი წარსულიდან ხვნეშის
დედაშნი ევროპულად ოხრავს
თქვენთან ახლა მოდაშია სექსი
ჩვენთან ბავშვი კვლავ წეროებს მოჰყავთ
დედაშენი ეშმაკის გზას იბედებს
ჩემი ნენეი სამოთხის გზას გაშლის
დედაშენი თორმეტ აბორტს იკეთებს
ჩვენი კი უკვე თორმეტნივართ სახლში
ვფიქრობ ასე ვსლუკუნებ და მტკივა
სურვილები განცდებს ვეღარ მართავს
დედაშენი ქართველ ქალის სახეს
ჩემ ნენეს კი ეძახიან თათარს
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 913 | დაამატა: zabaxa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Top Users
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
nika
11
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
guga
18
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
ჩატი
200