მთავარი » 2011 » დეკემბერი » 25 » წმინდა გიორგი
11:42 AM
წმინდა გიორგი

კაბადოკიელ ქრისტიან ოჯახს,
წმინდა გიორგი მოევლინება,
საკვირველმომქმედ მთავარ მორწმუნე,
უძლეველ ძალით მოედინება,

იმპერატორი ქვეყნის მმართველი
დიოკლატიან უბრძანებს მკაცრად:
რომ გაიყვანონ წმინდა გიორგი,
შორს განაშორონ მის ახლოს დარბაზს.

წმინდა გიორგის უშვერენ ხიშტებს,
მაგრამ რკინები იდრიკებიან,
მას მკერდზე დიდი ლოდი დაადეს
და გველთა ხროვა იმრიზებიან.

ფეხებზე ცხელი ჩექმა ჩააცვეს,
ორმოს ჩააგდეს მორწმუნე დიდი,
ზედ დააყარეს ცხელი კირის ქვა,
იგი გადარჩა მორწმუნეს ფიცით.

შემოახვიეს რკინის ბორბალზე
მახვილებიან წვერ ბასრ რკინაზე,
მკვდრეთით წამოდგა წმინდა გიორგი,
უამრავ ხალხმა უფრო იწამეს.

და, ათანასემ ქრისტიანობა
ხომ აღიარა, იწამა კიდეც,
წმინდა გიორგის თავი მოკვეთეს,
მისი სული კი ამაღლდა ცისკენ.

სამასსამოცდასამი ტაძარი,
მთელი სამყაროს ლოცვად აღშენდა,
მისი წმინდანი სულის სიწმინდე,
ადამინებს ძალას მატებდა.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 614 | დაამატა: zabaxa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Top Users
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
nika
11
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
guga
18
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
ჩატი
200