მთავარი » 2012 » აპრილი » 22 » დროება (XIX საუკუნე)
1:30 PM
დროება (XIX საუკუნე)
„დროება" — ქართული პოლიტიკური და ლიტერატურული გაზეთი პროგრესულ-დემოკრატიული მიმართულებისა. დაარსდა 1866 წლის 4 მარტს თბილისში. 1866-1874 წლებში — კვირაში სამჯერ, 1877 წლიდან — ყოველდღიურად.

„დროებამ" განაგრძო „საქართველოს მოამბის" საუკეთესო ტრადიციები. გაზეთის რედაქცია იქცა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთ შტაბად, ეროვნული კულტურის ცენტრად, უდიდესი როლი ითამაშა საზოგადოებრივი აზროვნების განვითარებასა და ქართველი ხალხის ინტელექტუალურ აღმავლობაში. იგი თანაბარი სიღრმით აშუქებდა ისტორიის, ფილოსოფიის, ენათმეცნიერების, ეთნოგრაფიის, ეკონომიკის, სახალხო განათლების, ხელოვნების, ლიტერატურათმცოდნეობის, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის და სხვა პრობლემებს.

„დროებამ" დიდად შეუწყო ხელი ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობისა და ლიტერატურის კრიტიკის განვითარებას, კრიტიკული რეალიზმის დამკვიდრებას ქართულ მწერლობაში, მოზარდი თაობის აღზრდას, საბავშვო მწერლობისა და პედაგოგიური აზროვნების განვითარებას.

„დროებამ" ღრმა კვალი გაავლო ქართველი ხალხის საზოგადოებრივ ცხოვრებაში და XIX საუკუნის II ნახევარში ქართული აზრის შესანიშნავ მატიანედ დარჩა. გაზეთში თანამშრომლობდნენ გამოჩენილი ქართველი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები — ი. ჭავჭავაძე, ა. წერეთელი, გ. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ნ. ნიკოლაძე, ს. მესხი, პ. მელიქიშვილი, პ. უმიკაშვილი, ი. მაჩაბელი, დ. მიქელაძე, კ. ლორთქიფანიძე, ა. ყაზბეგი, ა. ფურცელაძე და სხვანი. რედაქტორები: გ. წერეთლი (1866-1869), ს. მესხი (1869 წლის 17 აპრილიდან 1873 წლის ივლისამდე, 1874 წლის ოქტომბრიდან 1883 წლამდე), კ. ლორთქიფანიძე (1873 წლის ივლისიდან 1874 წლის ოქტომბრამდე), ი. ჭავჭავაძე და ს. მესხი (1880-1881), ი. მაჩაბელი (1883 წლიდან). გამომცემლები — ს. მელიქიშვილი (1866-1882), გ. ქართველიშვილი (1883 წლიდან). აშკარა რადიკალური მიმართულებისა და საცენზურო წესდების დარღვევის გამო, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით „დროება" დაიხურა 1885 წლის 16 სექტემბერს.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 582 | დაამატა: zabaxa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Top Users
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
nika
11
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
guga
18
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
ჩატი
200