მთავარი » 2012 » მარტი » 25 » leqsebiii...ixilet srulad!!!!
11:52 PM
leqsebiii...ixilet srulad!!!!
მოვედი შენთან,
არა იმიტომ რომ, რაღაც მტკივა,
რომ უკვე მცივა და მინდა სითბო...
ისე, უბრალოდ, სულ უმიზეზოდ მოვედი შენთან,– არაფერს ვითხოვ...
არც შეწყალება და არც იმედი, აღარც ის მახსოვს რა უნდა მეთქვა,
მე მომეჩვენა რომ შენ გჭირდები, მომეჩვენა და მოვედი შენთან...


ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _
იგრძენი, სუნთქვა რა იოლად აღწევს გულამდე!
ო, რამდენს ნიშნავს, სუნთქვა სუნთქვას რომ შეეზრდება,
სხვისი რომ გესმის და სიცოცხლე რომ არ გბეზრდება!
ზეცით უბერავს, ერთხელ დაშლილს კვლავ ამთლიანებს
და მტრების ქოროს ღრუბელივით თავს დასტრიალებს.
არა _ გრიგალი, ფუძის მშლელი, დამქცევი სახლის,
არც ნიავქარი, ბებერ რტოებს ერთურთს რომ ახლის,
ცახცახებს სული, შეუცნობი, ყოვლისმცნობელი,
ადამიანის სუნთქვა არის მისი მშობელი.
ბაგეებს წყდება, გადასცდებს ზეციურ ზღუდეს,
თითქოს, სამყაროს ხელმეორე მოქცევა სურდეს.
თავსაც იწონებს, ვით სჩვევიათ ნებიერ ბალღებს,
სიტყვების ნავი ქარის ზღვებზე მიარღვევს ტალღებს.
ყური დაუგდე, მოუსმინე, მიაყურადე _
იგრძენი, სუნთქვა როგორ აღწევს გულისგულამდე!




ფურცელის ნაგლეჯზე უსიცოცხლო სიტყვას ეძინა,
გულს უეცარი მარტოობა ძლიერ ეწყინა
გულის სიღრმეში მონატრების ისმოდა გლოვა,
მოგონებები ჩურჩულებდნენ ელოდე მოვა




თუკი მიგატოვა სიყვარულმა
თუკი მოგონება აღარ დაგრჩა
გულში კაეშანი ელვარების
მაშინ აღარაფრად აღარ ვარგა.
თუკი ოცნებები დაილეცა
ანდა გული აღარ გემონება
მაშინ მომავალში იქნებ კიდევ
სხვისი მაინც შესძლო შეყვარება
გულს ნუ გაუწყრები იმისათვის
სხვისთვის ცრემლი თუ არ გემეტება
იქნებ სიყვარული ასეთია





ჩურჩულით ნათქვამს ქვეყნად რა დალევს?

მაგრამ ეშხია როცა ღრიალით

მე მთელს ქვეყანას გავაგებინებ,

რომ შენ მიყვარხარ გულით! ტრფიალით!

მე შენ მიყვარხარ, შენ შეგეჩვიე,

მინდა გიყურო სანამ ვარსებობ

ჩემი თვალები არ დაიღლება

შენ ხომ არსებობ!!!?


 
ნეტა სადა ხარ?ვის ტუჩებს კოცნი?
ვისი ალერსი ათბობს შენს სხეულს,
ვისი ჩურჩული გიღვიძებს გრძნობებს
და შენს მკლავებში ვის ძინავს ეულს?
მე კი შორსა ვარ,მარტო ამ ფიქრთან,

გონებას მირევს შენზე ოცნება,
ვდგავარ კიდესთან,არ ვიცი რა ვქნა,
უშენოდ როგორ გავძლო ამ ქვეყნად,
ვდგავარ ქარში და ვდგავარ წვიმაში,

მე ფიქრთან ერტად ვდგავარ კიდესთან,
გადავდგავ ნაბიჯს და წავალ ზეცას,
წავალ უშენოდ და ამ ფიქრებთან,
გამაგებინა ნეტა სადა ხარ?
ნეტა სადა ხარ ჩემო ღვთაებავ........................




კატეგორია: ლექსები | ნანახია: 843 | დაამატა: zabaxa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Top Users
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
nika
11
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
guga
18
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
ჩატი
200