მთავარი » 2013 იანვარი 1 » მერკური (პლანეტა) ინფორმაცია
1:11 AM მერკური (პლანეტა) ინფორმაცია | |
მერკური (პლანეტა) მერკური (ძვ. ქართული სახელწოდება ოტარიდი[5] ან ერმი[6]) — ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა (ძველად საქართველოში ოტარიდს უწოდებდნენ). მერკურის ყველაზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო. მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა. მერკური მზის ირგვლივ მოძრაობს სიჩქარით, რომლის მოდული 47870 მ/წმ-ია. მისი მაგნიტური ველი 100-ჯერ სუსტია დედამიწისაზე. ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის (დედამიწის ველის დაახ. 1%). რომაელებმა პლანეტას სწრაფმავალი მაცნე ღმერთი მერკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა მისი სწრაფი მოძრაობის გამო გარიჟრაჟის ცაზე. მერკურის ასტრონომიული სიმბოლოა ☿. ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე ბერძენი ასტრონომები თვლიდნენ, რომ პლანეტა ორი სხვადასხვა ობიექტი იყო. ჩინური, კორეული, იაპონური და ვიეტნამური კულტურები პლანეტას წყლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (水星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით. პირველი ფოტოსურათები მერკურს 1974 წლის 27 მარტს გადაუღო მარინერ 10 -მა. პლანეტის ზომა სიდიდით ოდნავ აღემატება ჩვენს მთვარეს. მისი ზედაპირი ქვიანი და უდაბნოს მსგავსია. პლანეტაზე არის უამრავი წრიული ზომის კრატერი. მერკურის დღე-ღამე დედამიწის 176 დღე-ღამის ტოლია, მზის ირგვლივ ბრუნს კი 88 დღე-ღამე უნდება, ე.ი სანამ მერკურზე ერთხელ დაღამდება და გათენდება, ორი „იქაური" წელიწადი გადის. პლანეტაზე არ არის წყალი, არც ქარები იცის იმიტომ, რომ არ აქვს ატმოსფერო. სწორედ ამიტომაა, რომ დღე მძვინვარე უდაბნოზე ბევრჯერ უფრო ცხელია - ტემპერატურა 427 °C-ს ( 700 °K ) აღწევს, ღამით კი საშინელი ყინვაა და ტემპერატურაც -173 °C-მდე ( 100 °K ) ეცემა. მერკურის ზედაპირის სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი. მერკურს ისევე როგორც ვენერას არცერთი თანამგზავრი არ ჰყავს. ორბიტალური მახასიათებლები ეპოქა: J2000.0 აფელიუმი 69 816 927 კმ 0,46669733 ა. ე. პერიჰელიუმი 46 001 210 კმ 0,30749909 ა. ე. დიდი ნახევარღერძი (a) 57 909 068 კმ 0,38709821 ა. ე. ორბიტის ექსცენტრისიტეტი (e) 0,20530294 გარშემოვლის სიდერული პერიოდი 87,969 დღე[1] გარშემოვლის სინოდური პერიოდი 115,88 დღე ორბიტალური სიჩქარე (v) 47,87 კმ/წმ საშუალო ანომალია () 174,795884° დახრილობა (i) 7,00° ეკლიპტიკის სიბრტყის მიმართ 3,38° მზის ეკვატორის მიმართ ამომავალი კვანძის გრძედი () 48,330541° პერიცენტრის არგუმენტი () 29,124279° ფიზიკური მახასიათებლები შეზნექვა < 0,0006 ეკვატორული რადიუსი 2439,7 კმ საშუალო რადიუსი 2439,7 ± 1,0 კმ დიდი წრის გარშემოწერილობა 15 329,1 კმ ზედაპირის ფართობი (S) 7,48×107 კმ² 0,147 დედამიწისეული მოცულობა (V) 6,08272×1010 კმ³ 0,056 დედამიწისეული მასა (m) 3,33022×1023 კგ 0,055274 დედამიწისეული[3] საშუალო სიმკვრივე () 5,427 გრ/სმ³ 0,984 დედამიწისეული თავისუფალი ვარდნის აჩქარება ეკვატორზე (g) 3,7 მ/წმ² 0,377 g მეორე კოსმოსური სიჩქარე () 4,25 კმ/წმ ბრუნვის ეკვატორული სიჩქარე 10,892 კმ/სთ ბრუნვის პერიოდი (T) 58,646 დღე (1407,5 საათი) ღერძის დახრილობა 0,01° ჩრდილოეთი პოლუსის პირდაპირი ასვლა () 18 სთ 44 წთ 2 წმ 281,01° ჩრდილოეთი პოლუსის გადახრა () 61,45° ალბედო 0,119 (ბონდი) 0,106 (გეომ. ალბედო) ტემპერატურა მინ. საშ. მაქს. 0°N, 0°W 90 К (−183 °C) 340 К (67 °C) 700 К[4] (427 °C) 85°N, 0°W 80 К (−193 °C) 200 К (−73 °C) 380 К (107 °C) ატმოსფერო ატმოსფერული წნევა ~10−15;ბარი შემადგენლობა: 42,0 % ჟანგბადი 29,0 % ნატრიუმი 22,0 % წყალბადი 6,0 % ჰელიუმი 0,5 % კალიუმი 0,5 % დანარჩენი (წყალი, აზოტი, ქსენონი, კრიპტონი, ნეონი, კალციუმი, მაგნიუმი)[1][3] ![]() მზე · მერკური · ვენერა · დედამიწა · მარსი · ცერერა · იუპიტერი · სატურნი · ურანი · ნეპტუნი · მაკიმაკი · პლუტონი · ერისი
პლანეტები · ჯუჯა პლანეტები · თანამგზავრები: დედამიწის · მარსის · იუპიტერის · სატურნის · ურანის · ნეპტურნის · პლუტონის · ერისის მცირე სხეულები: მეტეორები · ასტეროიდები/ასტეროიდი მთვარეები (ასტეროიდთა სარტყელი) · კენტავრი · ნეპტუნსიქითა ობიექტები (კოიპერის სარტყელი/გაბნეული დისკი) · კომეტები (ოორტის ღრუბელი) იხ. ასევე ასტრონომიული ობიექტები, მზის სისტემის ობიექტების სია, რადიუსის მიხედვით ან მასის მიხედვით, და მზის სისტემის პორტალი | |
![]() |
სულ კომენტარები: 0 | |
საიტის ნავიგაცია
ფილმები
სერიალები
თამაშები
პროგრამები
მუსიკები
კლიპები
სურათები
სასაცილო
მობილურისთვის
ვებ მასტერი
ქაუნთერისთვის
მეგობარი საიტები
ონლაინ ვიდეოები
მულტფილმები
ლექსები
ონლაინ თამაშები
სტატუსები
ანეგდოტები
ეს საინტერესოა
თამაშის მოდ
ქაღალდის აპლიკაციები
ისწავლე ცეკვა
ტესტები
Top Users
ჩატი