
4-უსაშველოდ მენატრები... უსაშველოდ მიყვარხარ... მაგრამ უსაშველოდ ცივია შენი გული (((
1-გული მტკივა,რომ ისევ ისე აღარ ვართ როგორც ვიყავით... არადა როგორ მეფიცებოდი სიყვარულს, სულ იმას მიმეორებდი რომ შენი ვიყავი და ჩემს თავს ვერავინ ვერ წაგართმევდა,მაგრამ სულ არ ყოფილა ასე დამტოვე და წახვედი... სულ აღარ გახსოვარ... მე კი ვიტანჯები იმიტომ რომ იმაზე მეტად შემიყვარდი ვიდრე მიყვარდი ...
3-მეგონა ჩემ ცხოვრებას ვერავინ ვეღარ გააფერადებდა, მაგრამ შევცდი სადღაც ყოფილა ადამიანი რომელსაც ვყვარებივარ და ცდილობს დამანახოს ფერადი სამყარო და მეხმარება მის გაფერადებაში.... მსოფლიოში ერთადერთი ადამიანი, რომლის ბოლომდე გაცნობასაც ვისურვებდი, მე ვარ... ცხოვრება ხანმოკლეა, ადამიანები ვერც ხვდებიან თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და დასაფასებელია სიცოცხლე, ხშირად უჭირთ გაიაზრონ რომ ამ ქვეყნად ადამიანი მხოლოდ ერთხელ იბადება , ერთხელ ცოცხლობს და ერთხელ კვდება. უჭირთ აირჩიონ ცხოვრების გზა, ისწავლონ ადამიანთა პატივისცემა , მეგობრობა, სიყვარული ,ერთგყლება, მიტევება და სხვა მრავალი ღირსება რომელიც ადამიანს უნდა გააჩნდეს. ყველა მოკვდავი უნდა ეცადოს ღვთისგან ბოძებულ სიცოცხლეს გაუფრთხილდეს და სრულყოფილად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ღმერთმა ადამიანს მისცა გული რომელსაც შეუძლია მართოს სხეული, გული ერთი შეხედვით ძალიან პატარაა, მაგრამ ის იმდენ გრძნობებს იტევს.. უგულო და ბოროტ ადამიანებს რა დალევს ამ ქვეყნად, რომელთაც თავიანთი ამაზრზენი ფანტაზია სხვა დაუცველი ხალხისკენ აქვთ მიმართული და ყოველთვის ცდილობენ სხვის უბედურებაზე ააწყონ თავიანთი ბედნიერება, მაგრამ ჰქვია კი ესეთ ბედნიერებას ბედნიერება ? საბედნიეროდ ჯადოსნურ ზღაპრებში მაინც, ყოველთვის კეთილი იმარჯვებს და საბოლოოდ ყველაფერი უნაკლო და მშვენიერი გვესახება..
სიყვარული.. რა არის სიყვარული ? ეს ყველაზე მშვენიერი გრძნობაა რომელიც ადამიანს შეუძლია განიცადოს, არ აქვს მნიშვნელობა როგორი სიყვარული, ეს ისეთი გრძნობაა რომ ადამიანს შეუძლია თავი ბედნიერად ჩაათვლევინოს თუკი სიყვარული შეუძლია .. 1. სხვის ბედნიერებაზე ზრუნვით, ჩვენს ბედნიერებასაც ვპოულობთ.
2. ღმერთს ყველაფერი არ შეუქმნია, მან მხოლოდ კარგი შექმნა.
3. სიკვდილი - ეს არ არის ყველაზე საშინელი რამ რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს.
4. ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება.
5. ბევრი გადადის ჭკუიდან, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად.
6. ერთროულად იყო ძალიან კარგი და ძალიან მდიდარი,შეუძლებელია.
7. სიხარულიც და მწუხარებაც იმაში ჰგვანან ერთმანეთს, რომ ორივე ერთნაირად გვიხშობს გონებას.
8. იცოდე, რა არის სამართლიანი, გრძნობდე, რა არის მშვენიერი, გსურდეს, რაც კარგია, — ეს არის გონიერი ცხოვრების მიზანი.
9. აზრები ერთმანეთს იმისთვის ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარიტებას.
10. პოლიტიკა - ეს ერთად ცხოვრების ხელოვნებაა.
11. წიგნი არ არის ჩემი მასწავლებელი.
12. მხოლოდ მკვდარი დაინახავს ომის დასასრულს.
13. ვისაც სურს ქვეყნის მართვა, არ აქვს ამის სურვილი, ხოლო მას, ვისაც სურვილი აქვს, არ გააჩნია საამისო უნარი.
14. სიმამაცე- ეს იმის ცოდნაა, რისი არ უნდა გეშინოდეს.
15. ადამიანი იმით ფასდება, თუ როგორ იყენებს ძალაუფლებას.
16. პოეტი, თუ მას სურს, რომ ნამდვილი პოეტი იყოს, მითებს უნდა ქმნიდეს და არა განსჯას.
17. ვისაც ერთგულების ფიცი არ დაუდვია, ფიცს არასოდეს დაარღვევს.
18. ყოვლის წამღები დრო თავის სვლაში ცვლის საგნის ფორმას, ბედს და ბუნებას.
19. აზრები ერთიმეორეს იმისთვის ებრძვიან, რომ დასძლიონ შეცდომა და მიაღწიონ ჭეშმარეტიებას.
20. ყოველგვარი სიბრძნის საფუძველია მოთმინება.
brdnuli gamonatqvsmebi 1.ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.
2.ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე.
3.კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს.
4.ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.
5.უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს.
6.ყველაზე მარტივი, ყველაზე უბრალო, ყველაზე პრიმიტიული ქალიც კი მამაკაცის გონების სფეროს მიგმა დგას.
7.ადამიანი ტაძრის კედელზე მოხატული ფრესკა არ არის, რომ ერთ განზომილებაში უმზირო, ან მოშალო... მას ირგვლივ უნდა შემოუარო და იმ მხრიდან უმზირო საიდანაც ლამაზია.
8.სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია
9.სატირა ცხელი წყალია,იუმორი-თბილი შხაპი,მე თბილი წყალი მირჩევნია.ადამიანი კი არ უნდა დაწვა,ჭუჭყი უნდა ჩამობანო.
|