მთავარი » 2013 » იანვარი » 1 » მთვარზე ინფორმაცია
0:32 AM
მთვარზე ინფორმაცია
მთვარე
აპოლო 11
მთვარის ფაზები
მთვარის ფორმა
მთვარის ბნელი მხარე
ლუნა-2
გაშვება და მთვარეზე დაჯდომა აპოლო 11
ეკიპაჟი
აპოლო 11 ემბლემა




მზე · მერკური · ვენერა · დედამიწა · მარსი · ცერერა · იუპიტერი · სატურნი · ურანი · ნეპტუნი · მაკიმაკი · პლუტონი · ერისი




მთვარე


მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია. მას რაიმე ფორმალური სახელი გარდა მთვარისა არ გააჩნია, თუმცა ზოგადად მეცნიერულ შრომებში მას „ლუნა"-დაც (ზედს. ლუნარული) მოიხსენიებენ (ლათ. Luna). მისი სიმბოლოა ნახევარმთვარე. მთვარის საშუალო სიშორე დედამიწიდან 384 399 კმ-ია. პერიგეუმში მანძილი 363 104 კმ -ია და აპოგეუმში 405 696 კმ. დიამეტრი 3 476 კმ-ია.

მთვარე ბნელი და ცივი, „ბრმა" ციური სხეულია, რომელიც მზისგან არეკლილი სინათლით ანათებს, იგი მზიდან გამოსხივებული სინათლის მხოლოდ 7%-ს ირეკლავს.

პირველი ხელოვნური ობიექტი, რომელიც მთვარეზე დაეშვა იყო „ლუნა 2" (1959). პირველი ფოტოსურათები მთვარის დედამიწისგან მოფარებულ მხარეს გადაიღო „ლუნა 3"-მა იმავე წელს. პირველი ადამიანები, რომლებმაც მთვარეზე დადგეს ფეხი იყვნენ ხომალდიდან „აპოლო 11" (აშშ, 1969).

მთვარის ფორმა
დედამიწის ირგვლივ მთვარის ბრუნვისას მზე მის სხვადასხვა ნაწილს ანათებს. სინამდვილეში მთვარის ფორმა სრულებით არ იცვლება. იგი 27,3 დღეს ანდომებს დედამიწის გარშემო შემობრუნებას. მთვარის „ფორმაცვლილებებს" ფაზები ეწოდება.

როდესაც მზე მთვარის უკანა მხარეს ანათებს, მთვარე ცაზე თითქმის არ ჩანს. ამ მოვლენას ახალმთვარეობა ეწოდება. მომდევნო ორი კვირის მანძილზე ,მთვარის დედამიწის ირგვლივ ბრუნვისას, მზის სინათლის ქვეშ მისი მეტი და მეტი ნაწილი ექცევა.

როდესაც მთვარე დედამიწას სანახევროდ შემოუვლის, იგი მთლიანად გამოჩნდება. ამ მოვლენას სავსემთვარეობა ეწოდება. მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მთვარის დისკო ცაზე პატარავდება, რადგან მზის სინათლე მის სულ უფრო მცირე ნაწილს ხვდება. მალე მთვარე ახალ შემობრუნებას დაიწყებს.

მთვარის ბნელი მხარე

ადამიანი მთვარის მხოლოდ ერთ მხარეს ხედავს, რადგან იგი მუდამ ერთი მხრითაა დედამიწისაკენ მოქცეული. არავინ იცოდა როგორი იყო მთვარის უკანა მხარე, სანამ 1960 წელს ხელოვნურმა თანამგზავრმა ფოტო არ გადაუღო.

მთვარის ფაზები

როდესაც მთვარე დედამიწის გარშემო ბრუნავს, დედამიწიდან მთვარის მხოლოდ მზით განათებული მხარის სხვადასხვა ნაწილები ჩანს. მთვარის ფორმა თხელი ნამგლის ფორმიდან, დისკოს ფორმამდე იმატებს, შემდეგ კი ისევ იკლებს. ძირითადად განირჩევა მთვარის ოთხი ფაზა: ახალი მთვარე, პირველი მეოთხედი, სავსე მთვარე და უკანასკნელი მეოთხედი. მთელი ეს ციკლი დედამიწის 29,5 დღე-ღამეს მოიცავს.




აპოლო 11

აპოლო-11 იყო პირველი პილოტირებული მისია მთვარისაკენ, რომლის საბოლოო მიზანი მთვარეზე დაჯდომა იყო. ის აგრეთვე იყო მეხუთე პილოტირებული მისია აპოლოს პროექტის ფარგლებში და მესამე მისია მთვარისკენ. გაშვებულ იქნა 1969 წლის 19 ივლისს და მისი ეკიპაჟი იყო: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი). 20 ივლისს, არმსტრონგი და ოლდრინი გახდნენ პირველი ადამიანები, რომლებმაც ფეხი დაადგეს სხვა ციურ სხეულზე - მთვარეზე. ამ მისიამ მიაღწია მიზანს, რომელიც პრეზიდენტმა კენედიმ გამოაცხადა 1961 წელს - ადამიანი დამჯდარიყო მთვარეზე და უკან დაბრუნებულიყო მთვარეზე 60-იანი წლების ბოლომდე.

ლუნა-2

ლუნა-2 (რუს. «Луна-2») — პირველი საბჭოთა ავტომატური პლანეტშორისი სადგური; პირველი სადგური მსოფლიოში, რომელმაც მთვარეს მიაღწია. საბჭოთა კოსმოსური პროგრამა „ლუნას" მეორე აპარატი.

1959 წლის 13 სექტემბერს განხორციელდა ავტომატური სადგურის გაშვება მთვარისკენ, რომელმაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს არისტილის, არქიმედესა და ავტოლიკის კრატერებს შორის მიაღწია.
ლუნა-2 (foto)



..............................................

გაშვება და მთვარეზე დაჯდომა  აპოლო 11

იმის გარდა, რომ ამ გაშვებას დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს უშუალოდ ფლორიდაში არსებულ კოსმოდრომის მიდამოებში , 600 მილიონი ადამიანი უყურებდა ამ ღირსშესანიშნავ მოველნას ტელევიზიით, ეს კი თავის დროზე რეკორდი იყო. აშშ-ს იმჟამინდელი პრეზიდენტი ნიქსონი ყოველივე ამას თვალს ადევნებდა თეთრი სახლიდან.

აპოლო 11 გაუშვეს რაკეტა-მატარებლით სატურნ V კენედის სახელობის კოსმოდრომიდან, 1969 წლის 16 ივლისს, ადგილობრივი დროით 9 საათზე და 32 წუთზე. იგი დედამიწის ორბიტაზე 12 წუთის შემდეგ გავიდა. ერთნახევარი ორბიტის შემდეგ მესამე საფეხური ჩაირთო და მან ხომალდი მთვარისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე გადაიყვანა. 30 წუთის შემდეგ საკომანდო/სერვის მოდული გამოეყო სატურნ V მესამე საფეხურს და შეუერთდა მთვარის მოდულს. ეს შეერთებული ხომალდი გაფრინდა მთვარისკენ.

აპოლო 11 მთვარესთან 19 ივლისს მიფრინდა და ჩართო სამუხრუჭე ძრავა, რომ მთვარის ირგვლივ ორბიტაზე გასულიყო. შემდეგი რამდენიმე წრის დროს, როცა ხომალდი მთვარის ირგვლივ დაფრინავდა, ეკიპაჟი დასაჯდომ ადგილს ათვალიერებდა. დასაჯდომ ადგილად აირჩიეს ”სიწყნარის ზღვასთან” (Mare Tranquillitatis) 20 კილომეტრში არსებული კრატერი საბინე, რადგან იგი ბრტყელი და მოსახერხებელი იყო , როგორც ეს დაადგინეს უპილოტო ხომალდებმა რეინჯერ-8 და სერვეიორ-5.

ეკიპაჟი

ძირითადი ეკიპაჟი
ნილ არმსტრონგი (მეთაური)
ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი)
მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი)

დუბლიორები:
ჯეიმს ლოველი (მეთაური)
ბილ ანდერსი (საკომანდო მოდულის პილოტი)
ფრედ ჰეიზი (მთვარის მოდულის პილოტი)

აპოლო 11 ემბლემა




კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 2895 | დაამატა: zabaxa3276 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
Top Users
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
nika
11
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
guga
18
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
ჩატი
200