მთავარი » ლექსები
საბოლოოდ დავრწმუნდი რომ არ გიყვარდა
მე კი გენდე და შენს სიტყვებს დავუჯერე,
პაწაწინა ბავშვისავით გამიხარდა
როცა შენი სიყვარული დავიჯერე
დავფრინავდი უკვე აღარ დავდიოდი,
სიყვარულით ყვირილიც კი გამიბედავს
გულში სითბო უკვე აღარ მეტეოდა
უბედური ქვეყნად არვინ არ მეგონა,
მაგრამ ვაი ამ უბედურ ბედისწერას
სიყვაული ჩემთვის აღარ დაუცდია
ჩამოვფრინდი ღრუბლებიდან შავ მიწაზე
და მე საწყალს აქ სიმართლეც გამიგია...
ღადაობა, კაიფი თუ არშიყობა
შენ რაც გინდა ის დაარქვი ამ ცუდ გრძნობა
მთავარია ის რომ შენ მე არ გიყვარვარ
გამეხუმრე და ჩაიგდე თავი მასხრად...
შენ სიყვარულს საერთოდ არ აფასებდი
მე კი გრძნობებს უკვე ვეღარ გიმალავდი
შენზე ფიქრში დღეს და ღამეს ვათენებდი
და სიზმრადაც ლამაზ ფერებში გხედავდი
მერე მივხვდი რომ ტყუილი იყო თურმე
ყველაფერი რაც სიყვარულს ეხებოდა
და ეს გრძნობა სამუდამოდ ჩაქრა ჩემში
აღარ მინდა სიყვარულის გაგონება!!!
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 1712
"მზის ჩასვლას თითქოს ცეცხლად იწვიდა
დანაცრებული ნასახლარები,
ატმის ხეების ტოტებზე ისხდნენ
ფრენით დაღლილი მკრთალი მტრედები...

ეკლესიასთან მდგარ ნარნარ გოგოს
მკვეთრად ესმოდა ხმა თბილ ეჟვნების,
ეს სიყვარული რად იყო ღმერთთა...
და რად მიჰქონდა ქარს ხმა ვედრების,

იწვის სანთელბი ელვარებს თვალნი
დგას მკრთალი გოგო პატარძლის კაბით..,
ყელზე უბრწყინავს ალმასად ცრემლი
ხატს ევედრება მკრთომარე ხელით..

უკანასკნელი ოცნების კვდომას
ნარინჯისფერი მზის ჩასვლა ჰგავდა,
ნიავი მშვიდი მარტოსულ გზაზე
შემოდგომის ჭრელ ფოთლებს ფანტავდა...."
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 517
ნეტა სადა ხარ?ვის ტუჩებს კოცნი?
ვისი ალერსი ათბობს შენს სხეულს,
ვისი ჩურჩული გიღვიძებს გრძნობებს
და შენს მკლავებში ვის ძინავს ეულს?
მე კი შორსა ვარ,მარტო ამ ფიქრთან,

გონებას მირევს შენზე ოცნება,
ვდგავარ კიდესთან,არ ვიცი რა ვქნა,
უშენოდ როგორ გავძლო ამ ქვეყნად,
ვდგავარ ქარში და ვდგავარ წვიმაში,

მე ფიქრთან ერტად ვდგავარ კიდესთან,
გადავდგავ ნაბიჯს და წავალ ზეცას,
წავალ უშენოდ და ამ ფიქრებთან,
გამაგებინა ნეტა სადა ხარ?
ნეტა სადა ხარ ჩემო ღვთაებავ........................
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 842
იცი ანგელოზო მე შენ გინატრე,
გინატრე მახსოვს ძლიერ გინატრე,
მარტოობაში გინატრე მაშინ,
ძლიერ თოვაში გინატრე კარგო.
იცი სიხარულო ეხლა გარეთ თოვს.
თოვს,იცი რა ლამაზად თოვს?
იცი სიხარულო ეხლა რას ვფიქრობ?
ვფიქრობ იმაზე თუ როგორ გნახო.
გარეთ ისევ თოვს,
გარეთ ძლლიერ თოვს,
ფიფქებს ვაყოლებ ცრემლიან თვალებს.
ოცნებავ ჩემო და ფიქრო ჩემო
შენ ანგელოზო გინატრე მხოლოდ
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 668
გითხრა რა იყო?
არაფერი. . . მინდა აქ იყო.
დარდი გაგიყო
უშენობამ იცი რა მიყო?
სული დამძიმდა…
არაფერი აღარ მახარებს...
სევდა მაწვიმს და
ცრემლი კოცნის დაღლილ წამწამებს.
ყველა შორი და . .
ახლო მდგომი უფრო დუმდება.
ის ვინც მოვიდა
არ მოსული უკან ბრუნდება..
გზები გაიყო...
ცა გაიღო...
გული გაიპო…...
ბნელმა ნათელი შემიცვალა
და მზე წაიღო.
შველად ვეძებე შენისთანა
არსად არ იყო.
უკვე სიკვდილმაც შემიყვარა
გესმის რა იყო?!

ბევრი ვეძებე შენისთანა
წლები გაფრინდა. . .
გული ვერავინ შემიცვალა
მოდი თავიდან. . .
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 1334
სხვა შეიყვარე? დამილოცნიხარ,მაგ სიყვარულსაც დავიგებ ხატად,
ჩავალ ჭომაში ფიროსმანივით გულს გადავუშლი ერთ ჭიქა არაყს,
დავჯდები ეშხით დავხატავ სამ ქალს,დავხატავ მერის, ელენეს, კატოს,
დავხატავ უცხო ღვთისმშობლის ტაძარს,დავხატავ ფილტვებ დაცხრილულ ლადოს.
მერე როდესაც ღამით გამურულ მინებს ვარდისფრად შეღებავს მთვარე,
ავდგები ჩუმად, ხელის კანკალით და შენს მაცდურ ლანდს გავუღებ კარებს.
გავალ ქუჩაში ბარბაც-ბარბაცით ავედევნები ქუთათურ ქარებს
და მათთან ერთად მღვრიე რიონში დავამსხვრევ თეთრად გაცრეცილ ღამეს.
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 632
მე უფალს ვთხოვ დაგივიწყო,
აღარასდროს გაგიხსენო
არ მინდა რომ დავიტანჯო
და ცრემლებად დავიღვარო.
აღარ მინდა შენზე ფიქრი,
რომ ოდესმე მოხვალ ჩემთან
მე შენ ცაში აგიტაცე
და გაქციე მაღალ ღმერთად.
არ ვიცოდი სიყვარული
მე თუ ასე დამტანჯავდა,
მინდოდა რომ სიყვარულით
გამეხარა ჩემი გული.
  • კომენტარები: 0
  • ნახვები: 711
« 1 2 3 4 5 6 »
Top Users
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
nika
11
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
Info
guga
18
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
By LeO
ჩატი
200